"გეპეიში" ეს სტადიონი ადრეც მოაწყვეს, მაგრამ მოედანი ისე გაფუჭდა, მტრისას... დიდი ხანია, მუშაობს საფეხბურთო სკოლა "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი", რომლის სპორტული დირექტორიც გივი ნეფარიძეა. სკოლაში მუშაობენ ლიცენზირებული მწვრთნელები ზაზა დიდებაშვილი, ლევან ანდღულაძე, პაატა კირთაძე, ირაკლი გორგოშიძე, გოჩა ერაძე, გია ბუაძე.
სკოლის გუნდი ჭაბუკთა
გუშინ, სტადიონის გახსნის შემდეგ, მანანა სანაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა და დაინტერესდა, როგორ, რა ფორმით შეიძლება ფედერაციისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა, ფიფა-უეფას პროგრამებში უნივერსიტეტს მონაწილეობა, ურთიერთდახმარება...
"გვაინტერესებს, რა სახით შეგვიძლია ფიფა-უეფას პროგრმებში მონაწილეობა, რათა მიზნობრივი დაფინანსება სკოლისა და, აქედან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის განვითარებას მოვახმაროთ. უეფასა და ფიფას სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩვენს აუდიტორიებს დაგითმობთ. ცხადია, გვაინტერესებს სტადიონის ხარისხის შეფასება, რა დონის ტურნირების მასპინძლობის უფლებას მივიღებთ და ბევრი სხვაც. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ფეხბურთი წამყვანი სახეობაა და ვალდებულნი ვართ, სტუდენტებში მის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ", - თქვა რექტორმა.
"მიხარია, რომ სასწავლებელი ფეხბურთით დაინტერესდა და სტადიონი განაახლეთ. ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდება, თუ სტადიონები და მთლიანად ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესდება.
ჩვენი თანამშრომლობის შესახებ უფრო დეტალური მსჯელობისთვის ვთხოვ გრიგოლ ცაავას, შეგხვდეთ და მოილაპარაკოთ. შემოგვთავაზეთ კონკრეტული წინადადებები, როგორ შეგიძლიათ ჩვენს პროგრამებში მონაწილეობა ისე, რომ სწავლების პროცესში პრობლემები არ შეიქმნას, რომ ეს იყოს წმინდა საფეხბურთო და ფედერაციასთან დაკავშირებული პროექტები", - განაცხადა სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"