მცხეთის განახლებულ სტადიონზე ამ დღეებში 200-მდე ბავშვმა იხალისა ფეხბურთის თამაშით. მოზარდთა შორის იყვნენ წეროვანის ახალ დასახლებაში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახის შვილები. 12 მწვრთნელი უძღვებოდა ვარჯიშს. ბავშვებს დაურიგდათ სპორტული სამოსი, ბურთები, საჩუქრები...
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტი, "სახალისო ფეხბურთი ღია სკოლების" რეგიონული ორგანიზაცია და მცხეთა-მთიანეთის ფეხბურთის ფედერაცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"