ეროვნული სტადიონის განახლება ონლაინში

AutoSharing Option
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისის "დინამოს" 49-წლიანი იჯარით გადაეცა და სამუშაოებიც დაწყებულია. მოედნის საფარიც მალე აიღეს და დრენაჟის დაგება და სხვა საჭირო სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს. საფარს კომპანია "გრინტექსი" აგებს, მოედანი საკმაოდ ძვირადღირებულია და ბევრი კლუბი ვერ აძლევს საკუთარ თავს ამის საშუალებას.

"სამუშაოები, მოედნის გასწორება და დრენაჟის დაგება დიდი ტემპით და რაც მთავარია, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ქანებს ლაზერით ასწორებენ, რაზეც ადრე ვერ იოცნებებდნენ.

პირველ ეტაპზე "დინამო არენაზე" დაიგება უმაღლესი ხარისხის მოედანი - ბალახის ის სახეობა, რომელიც ჩვენს კლიმატურ პირობებს
ყველაზე უკეთ მოერგება.
იმედია, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება საფრის პრობლემა, დამონტაჟდება ახალი განათება და აღარ იქნება იმ ტიპის ხარვეზები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში.

სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი სტადიონზე უკვე შესაძლებელი იქნება მატჩების ჩატარება.

უკვე მუშავდება მეორე ეტაპის სამუშაოების ბიზნესგეგმა, რომელიც დეკემბერში, ეროვნული ჩემპიონატის ზამთრის შესვენებისას დაიწყება.

საბოლოოდ კი, დარწმუნებული ვარ, საქართველო მიიღებს თანამდროვე სტადიონს, სადაც მართლაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დონის მატჩების მასპინძლობა", - გვითხრა თბილისის "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ.

არენაზე მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ ეთერშიც შეგიძლიათ იხილოთ - საამისოდ უნდა შეხვიდეთ "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული