შოთა არველაძე: მზად ვართ რუსებს წლობით ვებრძოლოთ

AutoSharing Option
თურქული "კაისერისფორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საინტერესო პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომლის ერთი ნაწილი აზერბაიაჯანს ეხებოდა.

"რუსეთს სურს, რომ მისი გვეშინოდეს. თურქეთი კი პატივისცემით გვეპყრობა. ამით განსხვავდება ეს ორი ქვეყანა. თურქეთი ადამიანური ქვეყანაა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და მზად ვართ, წლების განმავლობაში ვებრძოლოთ. ერთ ანდაზას მოვიყვან: სანამ არ მოკვდები, ცხოვრების გემოს ვერ გაიგებ.

მაგალითად, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ხალხები თურქებს ენათესავებიან და თურქეთმა ისინი მარტო არ დატოვა. რუსეთს კი ქართველებისთვის რთულ დროს დახმარების ხელი არასდროს გამოუწვდია. დიახ, ჩვენც მათსავით მართლმადიდებელი
ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჩვენი მსგავსება აქ სრულდება", - თქვა არველაძემ.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
შოთა ერთი ადგილი დააყენე რა ,მაგნაირმა ლაპარაკმა მოგვიტანა 2008 წლის ომი და ტერიტორიების დაკარგვა.
gurami
15:35 12-09-2011
0
და კიდე,2008 წლის აგვისტოში,რუსებთან წლობით მებრძოლი არველაძეები ოჯახებით რომელ ქვეყანაში იყავით გაპარულ-გახიზნულები?ალბათ სადმე ევროპაში "მეგობერი" თურქეთის გავლით.რისი მებრძოლებიხართ,უდანაშაულო ძმაკაცის მხარდასაჭერად ხმის ამოღების ერთი ადგილი არ გაქვთ.........
daviti
20:05 10-09-2011
0

სიახლეები პოპულარული