შოთა არველაძე: მზად ვართ რუსებს წლობით ვებრძოლოთ

AutoSharing Option
თურქული "კაისერისფორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ საინტერესო პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომლის ერთი ნაწილი აზერბაიაჯანს ეხებოდა.

"რუსეთს სურს, რომ მისი გვეშინოდეს. თურქეთი კი პატივისცემით გვეპყრობა. ამით განსხვავდება ეს ორი ქვეყანა. თურქეთი ადამიანური ქვეყანაა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და მზად ვართ, წლების განმავლობაში ვებრძოლოთ. ერთ ანდაზას მოვიყვან: სანამ არ მოკვდები, ცხოვრების გემოს ვერ გაიგებ.

მაგალითად, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ხალხები თურქებს ენათესავებიან და თურქეთმა ისინი მარტო არ დატოვა. რუსეთს კი ქართველებისთვის რთულ დროს დახმარების ხელი არასდროს გამოუწვდია. დიახ, ჩვენც მათსავით მართლმადიდებელი
ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჩვენი მსგავსება აქ სრულდება", - თქვა არველაძემ.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
ხალხო, ეს ის შოთა არველაძე არ არის, ამ ცოტა ხნის წინ ტელევიზიაში პირდაპირი ჩართვით ტელეფონზე რომ ლაპარაკობდა?, უფრო სწორად რაღაცას უაზროდ,აბდაუბდას ბლუყუნებდა გიორგი დემეტრაძეზე, ბოლო და ბოლოს გავიგეთ, რომ ტყუისო,რააა. იმის გამო, რომ ჩემს ძმებს პრობლემა არ შეექმნათო, მამალი ფუტკრებივით რომ ასხედან ქართულ ფეხბურთს და ენის ტლიკიკინის მეტს რომ არაფერს აკეთებენ; ახლა უფრო შორს გაუტია შოთიკომ და უკვე პოლიტიკური განცხადებების გამოცხობას მიჰყო ხელი, იცის ბიჭმა რა დროს რა არის მომგებიანი; რომელი მეომარი შენ ხარ შოთა, თურქეთიდან რუსეთს რომ ემუქრები; ხომ არ სჯობს შენს საქმეს მიჰხედო, თუ სხვა მიზნები გალაპარაკებს.
levani kaxeti
20:28 09-09-2011
0
ზვიად, სპორტზე ბევრს წერ და იქნებ გამოგადგეს: სიტყვა "სპორცმენი" არ არსებობს და ქართულად ჯერ კიდევ "სპორტსმენი" იწერება, იკითხება და ითქმება - რომელი ნიკითაც არ უნდა წერდე (კითხულობდე, ამბობდე), სხვათა შორის.
ისა, რევაზ ძოძუაშვილი "კაისერისფორის" მწვრთნელად არ დავნიშნოთ?
ზეზვა
22:53 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული