კაშიამ და ახალაიამ ვარჯიში განაახლეს

AutoSharing Option
"დინამოს" ლაზარეთს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. სრული დატვირთვით ივარჯიშეს შოთა კაშიამ და ლადო ახალაიამ.

შეგახსენებთ, რომ კაშიამ გაზაფხულზე მიღებული ტრავმის შემდეგ ოპერაცია საზღვარგარეთ გაიკეთა და რეაბილიტაციის პროცესმა საკმაოდ კარგად ჩაიარა.იგი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და უახლოეს მომავალში, ჩვენი გუნდის ყველაზე ძირძველი წარმომადგენელი კვლავ შეძლებს "დინამოს" ღირსების დაცვას.

რაც შეეხება ახალაიას, იგი გარსიას 18-კაციან განაცხადში მუდმივად ხვდებოდა სეზონის დასაწყისში, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და მხოლოდ გუშინ შეძლო პირველად გუნდთან ერთად ვარჯიში.

ყველაზე მეტად კი, გუნდს ლევან ხმალაძე აკლია, რომლის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ორშაბათს
უნდა გადაწყდეს, დასჭირდება თუ არა ფეხბურთელს ოპერაცია. სავარაუდოდ თბილისის "დინამოს" ლიდერს ქრონიკული ტრავმის მკურნალობა ქირურგიული ჩარევით მოუწევს, რომელსაც გერმანიაში ერთ-ერთ საუკეთესო ექიმთან გაიკეთებს.

gladiators.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული