კახელიშვილი: "კოლხეთიდან" ნახევარდაცვის ხაზს გამოვარჩევდი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში "დინამო" თბილისი სტუმრად ზუგდიდში ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდება.

მოახლოებული შეხვედრის შესახებ მცირედი კომენტარი თბილისის "დინამოს" ცხრა ნომერმა გიორგი კახელიშვილმა გააკეთა.

"კოლხეთი" კარგი კლუბია და მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მეტოქე ანგარიშგასაწევი გუნდია, მითუმეტეს მათთან გასვლითი შეხვედრა გველის. გასვლაზე მოგება იოლი საქმე არც წელს იქნება. მიუხედავად მეტოქის მიმართ პატივისცემისა, ჩვენ ყველა შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ მოედანზე. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა.

მეტოქე გუნდიდან ლაშა ქებაძეს და ნახევარდაცვის ხაზს გამოვარჩევ. ფოთელებს ძალიან გამოცდილი და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მეტოქე გუნდის სუსტ
წერტილებზე საუბარი კი ნამდვილად მიჭირს. ზუგდიდში გასამართ შეხვედრაში ვეცდებით მეტოქეზე მინიმუმ ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ჩვენს ქულათა მარაგს სამი ქულა შევმატოთ", - განაცხადა გიორგი კახელიშვილმა

აღსანიშნავია, რომ ფოთელთა რიგებში ყოფილი დინამოელი, ალექსანდრე ინწკირველი თამაშობს, რომლის მიმართაც გიორგი კახელიშვილი დადებით სიტყვებს არ იშურებს და მის სათამაშო კლასსაც მაღალ შეფასებას აძლევს.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული