ირაკლი მოდებაძის ძმა"ჩიხურაშია"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელის - ირაკლი მოდებაძის (რუსთავის "მეტალურგი)" ძმა, გოგა მოდებაძე საჩხერის "ჩიხურაშია" და გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა.

მოდებაძე ზამთრის სანტრანსფერო პერიოდში, საკუთარი ძმის გუნდში იმყოფებოდა სინჯებზე, თუმცა ,,მეტალურგის"" ხელმძღვანელობისთვის თავის მოწონება ვერ შეძლო.

მანამდე ქართველი აზერბაიჯანულ "თურანში" თამაშობდა და რევაზ ძოძუაშვილის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, გუნდი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

ფეხბურთელთან კონტრაქტს იმერლები უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

"ჩიხურა" პირველი ლიგის ,,ბ" ზონაში პირველ ადგილზე იმყოფება და გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასვლას თუ ვერ მოახერხებს, კონტრაქტის
პირობების თანახმად, ყველა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება მოუწევს.

მაგდა კლდიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული