გია გეგუჩაძე ავსტრიის ნაკრებთან მოლაპარაკებას ადასტურებს

AutoSharing Option
გია გეგუჩაძე, რომელმაც საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ევროპის ლიგაზე, "ბრიუგესთან" მატჩის წინ დატოვა, ახლა უგუნდოდაა და მის ირგვლივ, რამდენიმე ვერსიაც გაჟღერდა, თუმცა, დიდი ალბათობით, ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი საქართველოში მუშაობას აღარ გააგრძელებს.

გრაცის "შტურმის" მთავარი მწვრთნელი - ფრანკო ფოდა, რომელიც კლუბიდან არასახარბიელო შედეგების გამო გამოუშვეს, ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, გავრცელებული ინფორმაციით, კი მისი თანაშემწე, სწორედ გია გეგუჩაძე იქნება.

როგორც ცნობილია, ფოდამ "შტურმში" გიორგი ფოფხაძე, სწორედ გეგუჩაძის რეკომენდაციით აიყვანა.

"ლელო" გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ავსტრიის
ნაკრებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, თუმცა კონკრეტულად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი".

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გეგუჩაძეს მალე ფოდას თანაშემწედ ვიხილავთ.

შეგახსენეთ, რომ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გეგუჩაძის ყოფილი გუნდი სწორედ ფოდას "შტურმმა" გამოთიშა.

მაგდა კლდიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
:) ძალიან საინტერესოა.
ზეზვა
13:20 17-09-2011
0

სიახლეები პოპულარული