თუმცა, რუსთავის "მეტალურგის" ახალი ხელმძღვანელობა ხალიჩის აღებას და ბუნებრივი ბალახის დაგებაზე ფიქრობს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც მეტალურგიულ ქარხანაში ახალი ხელმძღვანელების მისვლამ გუნდის მმართველობაშიც ცვლილებები გამოიწვია.
"მართლაც ასეა, "მეტალურგის" ხელმძღვანელები საფარის გამოცვლას და ხალიჩის ბუნებრივით შეცვლას აპირებენ. ხელოვნურ საფარს სათადარიგო მოედანზე გადაიტანენ, ცენტრალურზე კი მაღალი ხარისხის მოედანი დაიგება. როდის მოხდება ეს, ვერ
"ბალახის დაგება მართლაც გვსურს, რადგან მინდორზე სულ სხვა ფეხბურთია და მოთამაშეებისთვისაც ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ეს როდის მოხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ იდეაში გვაქვს" - ამბობს "მეტალურგის" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე.
იმის გამო, რომ უეფა გრანტებს გამოყოფს, საქართველო ექსპერიმენტალურ პოლიგონად და ხელოვნურსაფარიანი მოედნების ცენტრად არ უნდა იქცეს. ფეხბურთი ბურთი და მოედანია და არა ბურთი და ხალიჩა. საქართველო კი ნორვეგია არ გახლავთ, სადაც ხალიჩა იძულებითი აუცილებლობაა. ამიტომაც ვფიქრობთ, "მეტალურგის" თავკაცების ეს ჩანაფიქრი რაც უფრო ადრე განხორციელდება, მით უკეთესი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისთვის; რადგან წელს გამოჩნდა - ევროთასებზე რაც უფრო შორს წავიდნენ ქართული კლუბები, მით მეტმა ინფრსტრუქტურულმა პრობლემამ იჩინა თავი. ბოლოს კი უეფას ისტორიაში უნიკალური შემთხვევა მოხდა - მესამე ეტაპზე გასული ერთი ქვეყნის სამ კლუბს ერთ სტადიონზე ("ბორის პაიჭაძეზე") მოუხდა თამაში.
ამ დროს რუსთავში ბალახის საფარი რომ ყოფილიყო, "მეტალურგს" საფრანგეთის "რენის" "ფოლადზე" მასპინძლობის მეტი შანსი ჰქონდა.
და ბოლოს: რუსთავული კლუბის მმართველები სახელის შეცვლაზე ისევ ფიქრობენ, რადგან საბჭოურ სიმბოლიკასთან ასოცირებული "მეტალურგი" (კომუნისტური ქვეყნების გარდა, მსგავს არასაფეხბურთო სახელებს არსად იყენებდნენ) არ მოსწონთ.
"იდეაში სახელის შეცვლაზე ვფიქრობთ, ამ საკითხზე ვიმსჯელეთ კიდეც, მაგრამ სეზონის მსვლელობის დროს სახელის გადარქმევა სასურველი არ არის და ჯერ ამ იდეაზე თავი შევიკავეთ. თუმცა სახელი "მეტალურგი" უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს" - გვითხრა ტყავაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გორდა გორდა გორდა. არ გვინდა დინამო, ტორპედო, სპარტაკი, ტორპედო, ლოკომოტივი, პეტროვიჩი. მხოლოდ ქართლი ნუთუ ასე ძნელია კლუბის მფლობელებისთვის ქართული სიტყვის შეგუება?
ჰაერში გამოკიდებულ სურვილებს გეგმას მხოლოდ საქართველოში უწოდებენ :D
როცა დაიწყებთ გამოცვლას, მაშინ თქვით, რას აბოლებთ ხალხს? :(
სურვილი ჩვენ ყველას გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეალური გეგმა არის ეს სურვილი!!!
ეს კომუნისტური ხანის მავნე ჩვევა - ყალბი დაპირებები - შემოგვრჩა: მაშინ ხომ ხუთწლედის გეგმაში რაც იყო არ ხორციელდებოდა, სამაგიეროდ ლოზუნგები და პლაკატები ყველგან ცარიელ დაპირებებს გამოხატავდნენ.
ცვლილებები დღეს არის საჭირო და გადაუდებელი. თუ დღეს ვერ აკეთებთ არ არის საჭირო სურვილების გახმოვანება.