"ირტიშს" ალექსანდრე კვახაძის შეძენა სურს

AutoSharing Option
ყაზახურ "ირტიშს", რომელიც რუსთავის "მეტალურგს" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდა და ქართულ გუნდთან ორმატჩიან პაექრობაში დამარცხდა, რუსთაველთა კაპიტნის ალექსანდრე კვახაძის შეძენა სურს.

კვახაძის მიმართ სიმპათია პავლოდარელთა თავკაცს ტალგატ ბაისუფინოვს არც პირველი მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დაუმალავს; შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში პირველი გოლი სწორედ კვახაძემ გაიტანა.

როგორც ფეხბურთელი ამბობს, მისი წაყვანა ყაზახებს ზაფხულშივე სურდათ, თუმცა იმ პერიოდში სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო.

"თამაშის შემდეგვე მესაუბრა "ირტიშის" მთავარი მწვრთნელი, მაგრამ სატრანსფერო სეზონი არ იყო, თან კონტრაქტი მაკავშირებს "მეტალურგთან ". თუმცა დამპირდნენ, რომ
ზამთარში ისევ შემეხმიანებიან და ვნახოთ, რა მოხდება", - გვითხრა კვახაძემ.

მაგდა კლდიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული