გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედო" ვეროპაში ერთ-ერთი სერიოზული ძალა გახდება

AutoSharing Option
"ვისოლ ჯგუფმა" ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ფხაკაძემ განაცხადა, ქუთაისის "ტორპედოში" ინფრასტრუქტურული პროექტების განხოცილების შემდეგ კომპანიის საზრუნავი კლუბისთვის მთავარი მწვრთნელის მოყვანა გახდა.

"იყო მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოელ მწვრთნელთან, ისინი ჩამოვიდნენ კიდეც საქართველოში, თუმცა ჩვენ ყოველთვის გვინდოდა კლუბს ქართველი მწვრთნელი ჰყოლოდა. გია გეგუჩაძე ამ კანიდატურაზე ყოველთვის განიხილებოდა, თუმცა მას ჰქონდა მოქმედი კონტრაქტი "ზესტაფონთან".

მას შემდეგ, რაც გეგუჩაძე "ზესტაფონიდან" წამოვიდა, ჩვენ მაშინვე შევთავაზეთ "ტორპედოს" მწვრთნელობა. მისი დათანხმება ადვილი არ იყო, რადგან გიას აქვს
თავისი მოსაზრებები, მან მოამზადა ძალიან საინტერესო  გუნდის განვითარების ხედვა", - აღნიშნა ფხაკაძემ.

"ტორპედოს" ახალი მწვრთნელი პირობას დებს, რომ კლუბი ევროპაში ერთ-ერთი სერიოზული ძალა გახდება.

"ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ჩვენი პროგრამით მოვდივართ. ქუთაისის "ტორპედო " გახდება ვეროპაში ერთ-ერთი სერიოზული ძალა, ეს არის ჩვენი მიზანი. აუცილებლად იქნება ცვლილებები, თუმცა რა სახის და მასშტაბის, წინასწარ პასუხის გაცემა გამიჭირდება", - აღნიშნა გეგუჩაძემ.

უეფას სამწვრთნელო PRO-ლიცენზიისა და 22 წლიანი სამწვრთნელო გამოცდილების მქონე გია გეგუჩაძე 5 წლის განმავლობაში არამხოლოდ "ტორპედოს" მთავარ გუნდს უხელმძღვანელებს, არამედ კლუბის ყველა ასაკობრივი ჯგუფის სამწვრთნელო პროცესს.

"ვისოლ ჯგუფმა" ქუთაისის "ტორპედოზე" მზრუნველობა 2010 წლიდან აიღო.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი წარმატებას მიაღწევს, ოღონდ ეს მუცელღმერთა მაფიოზები არ ჩაერიონ მის საქმეში.
levani kaxeti
15:47 26-09-2011
0
ჩაერევიან, ჩაერევიან!
zuxusha
09:45 27-09-2011
0

სიახლეები პოპულარული