სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თქმით უკრაინიდან ჩამოიტანეს ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი ბალახის ხვეულები, რომლებსაც ჩვენს პირობებთან სხვებზე უკეთ შეუძლიათ ადაპტირება, ხასხასა ფერიც აქვთ და თამაშის დროს მოედანი არ ატალახდება.
მართალია, საფრის დაგება 20 სექტემბრამდე იგეგმებოდა, მაგრამ არცთუ ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა პროცესი ოდნავ გაახანგრძლივა, თუმცა სამუშაოები ამჟამად, ფაქტობრივად, დასრულებულია - მხოლოდ მცირე ზოლიღაა დასაგები.
უკვე ჩამოტანილია განათების ახალი სისტემაც, მალე მისი მონტაჟი დასრულდება და სტადიონისთვის ბოლო დროს დამახასიათებელი ხარვეზებიც წარსულს ჩაბარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"