საფარი "ეროვნულზე" - ხასხასა, სწორი და უტალახო

AutoSharing Option
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ბალახის საფარი თითქმის სრულად დაიგო. არენის 49-წლიანი იჯარით აღების შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელთა ინიციატივით ძველი, ყბადაღებული საფარი "წამოიკრიფა" და სამუშაოები სწრაფი ტემპით წარიმართა.

სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თქმით უკრაინიდან ჩამოიტანეს ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი ბალახის ხვეულები, რომლებსაც ჩვენს პირობებთან სხვებზე უკეთ შეუძლიათ ადაპტირება, ხასხასა ფერიც აქვთ და თამაშის დროს მოედანი არ ატალახდება.

მართალია, საფრის დაგება 20 სექტემბრამდე იგეგმებოდა, მაგრამ არცთუ ხელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა პროცესი ოდნავ გაახანგრძლივა, თუმცა სამუშაოები ამჟამად, ფაქტობრივად, დასრულებულია - მხოლოდ მცირე ზოლიღაა დასაგები.
ასე რომ, ოქტომბერში თამაშების ჩატარება შესაძლებელი იქნება.

უკვე ჩამოტანილია განათების ახალი სისტემაც, მალე მისი მონტაჟი დასრულდება და სტადიონისთვის ბოლო დროს დამახასიათებელი ხარვეზებიც წარსულს ჩაბარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული