"დინამო" კვლავ საუკეთესოთა ასეულშია

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს 400 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა. IFFHS-ის რეიტინგში სამი ქართული კლუბი: თბილისის "დინამო", "ზესტაფონი" და რუსთავის "მეტალურგი" მოხვდა.

დინამოელები, წინა რეიტინგთან შედარებით, სამი პოზიციით დაქვეითდნენ და ამჟამად 88-ე ადგილს იკავებენ, ხოლო საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სიაში სამი საფეხურით აიწია და ამჟამად 191-ზეა.

რაც შეეხება რუსთაველებს, ისინი 4 პოზიცით დაქვეითდნენ და 204-ე ადგილს იკავებენ.

რეიტინგის სათავეში ადგილს კვლავ მყარად კატალონიის "ბარსელონა" იკავებს.

რეიტინგის პირველი ათეული:
1.(1) "ბარსელონა" (ესპანეთი) 331
2.(2) "რეალი" (ესპანეთი) 305
3.(3) "მანჩესტერ იუნაიტედი"
(ინგლისი) 282
4.(4) "პორტუ" (პორტუგალია) 254.5
5.(6) "შალკე" (Gერმანია) 244
6.(8) "ველეს სარფილდი" (არგენტინა) 243
7.(9) "ბაიერნი" (გერმანია) 240
8.(5) "ინტერი" (იტალია) 231
9.(9) "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) 225
10.(14) "ინივესიდად კათოლიკა" (ჩილე) 224

iffhs.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული