გიორგი ლორია: კარი მშრალად ტრავმის ფასად შევინარჩუნე

AutoSharing Option
გიორგი ლორია 25 სექტემბერს მარტვილის "მერანთან" შეხვედრაში დაშავდა და ტრავმის გამო "დინამოს" ბოლო ორი მატჩის გამოტოვება მოუწია.

გიორგი მომავალ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებსაც დააკლდება.

გიორგი ლორია: "მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ჩემთან პირისპირ დარჩა და ჩავთვალე, რომ კარის გადარჩენის ერთადერთი შანსი გამოსვლაზე თამაში იყო. იმ ეპიზოდში გოლს გადავრჩით, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა ტრავმის ფასად.

თავდაპირველად ძლიერი ტკივილები მაწუხებდა, ახლა შედარებით ნაკლებად. ამ ეტაპზე ვმკურნალობ, მალე ყავარჯნებსაც გადავაგდებ. რეაბილიტაციის პროცესი, მოსალოდნელზე სწრაფად მიდის და ვიმედოვნებ, რომ 10 ოქტომბრისთვის მსუბუქად ვარჯიშსაც დავიწყებ. ძალიან დიდი სურვილი
მაქვს, 16 ოქტომბერს რუსთავის "მეტალურგთან" პრინციპულ მატჩში, გუნდის დახმარება შევძლო."

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული