"ზესტაფონი" მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მოახლოებული მატჩებისათვის მზადებას 6 ოქტომბერს ზესტაფონში შეუდგა.

კლუბის პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის გაგრძელებისათვის მზადება მარგველთა დუბლშემადგენლობაც დაიწყო.

გუშინ საღამოს ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა კლუბის ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო დღევანდელი დილის ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ფუნქციონალურ მომზადებში ზემოიმერელთა სერბი დამრიგებლის ივან ვუჩეტიჩის მეთვალყურეობით შედგა.

დღეს საღამოს ზესტაფონელები, რომელთაც სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული ერთბაშად 7 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, შოთა გრიგალაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, მამუკა
კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე) აკლიათ, ისევ ბაზაზე ივარჯიშებენ, ხვალ კი ქვეყნის ჩემპიონები გიორგი დევდარიანის დამმოძღვრილ საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ეს მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართება.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული