წერილი რედაქციას: საქართველოში ფეხბურთი, მარტო ფეხბურთი არაა!

AutoSharing Option
პატივცემულო რედაქცია! თავს უფლებას მივცემ აღვნიშნო, რომ დღეს ზოგიერთი ორატორი თუ ავტორი ავრცელებს შემდეგ აზრს: ვინც ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყოო - ცრუობს. ეს აბსურდია.

მინდა მკითხველსა და "ექსპერტებს" შევახსენო შემდეგი: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი არის შედეგი ეროვნული ენერგიის მოზღვავებისა და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. სტადიონი ათობით ათასი თანამოაზრეთა შეკრების ადგილია. ბოროტების იმპერიის არსებობის დროს კი, "თავისუფლების კუნძული". რასაკვირველია, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს რესპუბლიკის მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააგვირგვინა საფეხბურთო დიდგორი 1990 წლის 30 მარტს საქართველოს მთავარ
სტადიონზე, 100 000 გულშემატკივრის თანდასწრებით.

ყველაფერი კი, 1989 წლის 6 ივნისს დაიწყო, როდესაც "ლელომ" გამოაქვეყნა წერილი "გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში?" წერილისა და წამოწყების ავტორი გახლდათ მომავალში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი, რომელმაც სხვათა შორის, იმავე
გაზეთის ფურცლებზე იწინასწარმეტყველა: "ეს წერილი გახდა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის აზრის შემზადების საფუძველი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი პირველი მერცხალია. სხვებიც მალე მოფრინდებიან და დაგვიდგება გაზაფხული - თავისუფალი საქართველო" ("ლელო". 6. 09. 1990 წ.).

განვაგრძობ ციტირებას: "ძვირფასო მეგობრებო! ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" (ზვიად გამსახურდიას სიტყვა წამოთქმული 1990 წლის 30 მარტს, ეროვნულ სტადიონზე).

წერილის ისევ ციტირებით (მცირე კომენტარით) განვაგრძობ: "შემოგვაქვს წინადადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობის კედელზე ოქროს ასოებით ამოიტვიფროს წარწერა ამ სიტყვებით. ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის არსებობისას, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ეროვნულ სტადიონზე გახსნა პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი. საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყო! ასეთი საამაყო ფაქტით ვერც ერთი ეროვნული საფეხბურთო ფედერაცია ვერ დაიტრაბახებს". პატივისცემით ა. ჯავახაძე, ნ. ბერიძე, ნ. ცისკარიძე, ჟ. ჯიქია და სხვ. ("ლელო" 12. 3. 2009 წ.)

სხვათა შორის, იმ დღეს აღტაცებული 100.000 მაყურებელში აღმოჩნდა ერთი, საერთო რაოდენობის 0,001% (!!!) ადამიანი, რომელმაც თავისუფლების ზეიმი შემდეგნაირად აღწერა: "ვინც ამ მატჩს ესწრებოდა, უეჭველად დამეთანხმება, რომ სიხარულის შეგრძნება არავის ჰქონდა.

ეს ეპიზოდი ძალიან საინტერესოა ისევ და ისევ ფსიქოლოგიური ატმოსფეროს თვალსაზრისით, რომელიც საქართველოში სუფევდა. ამ ატმოსფერომ და ისეთმა თითქოს "შეჩვეულმა წვრილმანმა", როგორიც ფეხბურთია, გადამწყვეტი როლი შეასრულა სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიური ფონის წარმოშობაში". "სევდიანი სულისკვეთება" (დავით გამცემლიძე. ინტერნეტსაიტი).

როგორც ხედავთ, დღევანდელ პროვოკატორებს, წინამორბედი (ერთი, მაგრამ მაინც) ჰყავდათ.

დაუბრუნდეთ საგაზეთო სათაურებსა და წერილების ამონარიდებს: "ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იდეისათვის". პირველი ეროვნული ჩემპიონატი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დალოცა" (30. 03. 2004. "დილის გაზეთი"), "საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყო". "ახალი თაობა, (4. 04. 2004); "საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყო". "ყველა სიახლე" (#12. 2006), "ერთმანეთს შეხვდნენ არა "კოლმეურნე" და "როტორი", ან "დინამო" და "მებოსტნე", არამედ "იბერია" და "კოლხეთი-1913" (#13, 2005. "კვირის პალიტრა"). "საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყო" (#28. 03. 2006, "აისი"), "საქართველოს დამოუკიდებლობა ფეხბურთით დაიწყო" (#112, 2006. "ყველა სიახლე"), "1989 წელს ჯერ კიდევ გაგანია კომუნისტური მმართველობის დროს, სპორტმა, კერძოდ ფეხბურთმა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უდიდესი როლი ითამაშა.

"5 ივნისია, ორშაბათი, 1989 წელი. "ლელოს" რედაქციაში ცნობილი კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი გვეწვია. "აი, წერილი. მორჩა! წყალი არ გაუვა, უნდა გავრისკოთ"... მოვხვდი, საითაც მიბიძგებდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ვრისკავდით - ის, როგორც ავტორი, მე კი როგორც რედაქტორი. წავიკითხე. ასეთ წერილებს "ბომბს" ვეძახით. ეს "ბომბი" სათაურშივე ასაფეთქებლად იყო მომართული. სათაური კი, ასეთი იყო - "საჭიროა თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში?"

მოკლედ, ეს კაცი კატეგორიულად და გადაჭრით აყენებდა ფეხბურთში სსრ კავშირის პირველობიდან საქართველოს ჩამოშორებისა და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების საკითხს. მთელმა საქართველომ კი არა, იმავე დღეს, ამ წერილის შესახებ უკვე მოსკოვმაც იცოდა. მსოფლიომ გაიგო "ბომბის" ხმა. რა ამბავიც ატყდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის. სხვათა შორის, იმ ხანებში, ლიტვის კომპარტია ცდილობდა გამოყოფას საკავშირო კომპარტიისგან და ამ ფაქტს არ გამოუწვევია არც დიდ საბჭოთა კავშირში და არც მსოფლიოში ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც ალიკო ჟღენტის მიერ საჯაროდ და საქვეყნოდ გამხელილმა წინადადებამ.

1990 წლის 30 მარტი. მართლაც ღირსსახოვარი, ამაღელვებელი დღე. საქართველოს დამოუკიდებლობა დაიწყო ფეხბურთით და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა" (#074. 30. 03. 2007. "ლელო").

ამ წერილს კი ორი ციტატით დავასრულებ. ორივე უცხოელებს ეკუთვნით.

"სპორტი ერთმანეთის მიმართ სიძულვილის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ეს არის უკანასკნელი საშუალება, რომელსაც ფიზიკური აგრესიის გამოსავლენად აძლევს ცივილიზაცია ადამიანებს ომის გარეშე. სპორტი ყველაზე ახლოს დგას ომთან". ამ სიტყვების ავტორი გახლავთ ამერიკული ფეხბურთს ვეტერანი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტი რონალდ რეიგანი.

მოსკოვის კარნეგი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წამყვანი წევრი ალექსკეი მალაშენკო კი 2011 წლის 23 მაისის "ნეზავისიმაია გაზეტაში" წერს: "საჭიროა გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო საქართველოდან, მაგრამ ეს ყველას დაავიწყდა, პირველი ნაბიჯი ამისა კი იყო თბილისის "დინამოს" გამოსვლა სსრკ-ს ჩემპიონატიდან.

პატივისცემით, იოსებ ჩახნაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ასეთი საამაყო ფაქტით ვერც ერთი ფედერაცია ვერ დაიტრაბახებს".მაგარი სატრაბახო გვაქვს, ვერაფერს იტყვი.ამ უაზრო ურაპატრიოტიზმის გამოა, რომ "ჭ" კლასშიც აღარ ვართ. პატივცემულ ჩახნაშვილის პათოსმა გამახსენა ყველა დავიწყებული უაზრობა,რაც ეს პერიოდი აღარც მინდოდა რომ გამხსენებოდა.იმის ნაცვლად სწორად გავაანალიზოთ რაც გვჭირს, კიდე ამ სისულელეს მივსტირით.
lioxa
18:22 08-10-2011
0
ამბები ჯის სპორტულ რედაქციას მინდა ვკითხო ეს სპორტული საიტია თუ პორნო საიტი? ეგეთი უხამსი სურათებისთვის არსებობს ცალკე საიტები, რა წესია რაგბისტების და სხვა ადამიანების გვერდზე რო ეს პუტანკები გყავთ გალერაში... გამოასწორეთ გთხოვთ, ძაან კაი გვერდია ეს რომ არ იყოს...
davit
17:49 08-10-2011
0

სიახლეები პოპულარული