"ზესტაფონი"-U19 4:2

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას ზესტაფონში ვარჯიშობს და ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა.

დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები გახლდათ.

ზემოიმერლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

მამალაძე (მეშველიანი, 46), ალადაშვილი (ბენაშვილი, 51), ონიანი, საჯაია, ღონღაძე (ელიავა, 46), გაჩეჩილაძე (გორგიაშვილი, 51), ბაბუნაშვილი (აფციაური, 34), ძარია (ჭანკოტაძე, 22), ფიფია (სარდალიშვილი, 51), დვალი (ლომია, 38), წინამღძვრიშვილი (ღირდალაძე, 51).

ქვეყნის ჩემპიონისა და გია დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების ამხანაგური დაპირისპირება ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართა და მას 200-მდე ქომაგიც დაესწრო. მატჩის
მსვლელობისას მასპინძლებმაც და სტუმრებმაც არაერთ ექსპერიმენტს მიმართეს...

საინტერესოა, რომ ერთბაშად 3 ზესტაფონელს (მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე), რომლებიც გია დევდარიანს ნაკრებში ჰყავს გამოძახებული, თამაში საკუთარი კლუბის წინააღმდეგ მოუხდათ. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე "ზესტაფონელმა" ცხრამეტწლამდელთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა.

ანგარიში უკვე 4-ე წუთზე ახალგაზრდებმა გახსნეს - მიზანს ვარლამ კილასონიას ზუსტმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია. ცხრამეტწლამდელთა ნაკრების საგოლე "წამოწყებას" გოგი ფიფიამ ზუსტად ერთ წუთში უპასუხა.

მანვე 36-ე წუთზე ზესტაფონელები წინ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი (50-ე წუთი) გოგი ფიფიამ "ჰეთ-თრიქი" გაიფორმა, რასაც საბა ლომიას 58-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. ახალგაზრდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ასეთი ანგარიშით მარცხის შეგუებას არ ფიქრობდნენ და 67-ე წუთზე დათო გელაშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით სხვაობა შეამცირეს კიდეც - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 4-2.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული