"დინამომ" პრაქტიკულად სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
სამდღიანი დასვენების შემდეგ, ალექს გარსიამ დინამოელები, დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა. გუნდმა პრაქტიკულად სრული შემადგენლობით ივარჯიშა. დინამოელებს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც დაუბრუნდნენ.

ასევე გუნდთან ერთად ივარჯიშა გიორგი ლორიამ. წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია "დინამოს" კაპიტანს ალექსანდრე კოშკაძეს, რომელიც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.

თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლევან ხმალაძე გერმანიიდან დაბრუნდა. ლევანს შტუტგარტში სხივური თერაპიის კურსი ჩაუტარდა და სპეციალური სუპინატორები დაუმზადდა.

ამ ეტაპზე ოპერაციისგან, ცნობილი გერმანელი ქირურგ-ორთოპედის თომას ფრიულიხისა და "დინამოს" ექიმის მერაბ ვარძუკაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, თავი შეიკავეს. ფეხბურთელი თბილისში
სპეციალურ მკურნალობის კურსს გაივლის და მკურნალობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 6 კვირის შემდეგ, მოედანზე დაბრუნებასაც შეძლებს.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული