"ტორპედომ" ქვედალიგელი გაანადგურა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებული ორკვირიანი პაუზით ისარგებლა და პირველლიგელ ხარაგაულის "ჩხერიმელას" ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარა და ორივეში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 7:0 გაიმარჯვეს. რევაზ გოცირიძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ნიკოლოზ საბანაძემ, გიორგი კუხიანიძემ, გრიგოლ დოლიძემ, დავით ბოლქვაძემ და გიორგი მეგრელაძემ გაიტანეს.

"ტორპედო"-ს შემადგენლობა პირველ ტაიმში: ქვილითაია, გამეზარდაშვილი, ს. თოდუა, მანჩხავა, დ. ფოფხაძე, ჩიკვილაძე, იოსელიანი, დ. ჯანელიძე, გ. დათუნაიშვილი, საბანაძე, რ. გოცირიძე;

მეორე ტაიმში: მიგინეიშვილი, გურული, მირცხულავა, ფარულავა, ტაბატაძე, თარხნიშვილი, კუხიანიძე, დ.
კირკიტაძე, დ. ბოლქვაძე, დოლიძე, მეგრელაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული