საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადრებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ერთმანეთის დაუპირისპირდნენ. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
ზესტაფონი: მამალაძე (მეშველიანი, 46), ბენაშვილი (ალადაშვილი, 46), რობაქიძე, საჯაია (ონიანი, 46), ღონღაძე (ელიავა, 46), გაჩეჩილაძე (ძარია, 46), ჭანკოტაძე, ფიფია (აფციაური, 46), გორგიაშვილი (სარდალიშვილი, 46), ლომია (წინამღძვრიშვილი, 46), გელაშვილი (დვალი, 46).
მერანი: შეროზია (შენგელია, 60), კაკუშაძე (ჭაფოძე, 46), ჟვანია (ჯოელი, 70), მემარნიშვილი
ცხრამეტწლამდელთა ნაკრებთან სამი დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე მდევრის როლში აღმოჩნდნენ -მესამე წუთზე მარტვილელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში ზუსტი თავურით მუნინი ტაპემ დააგვირგვინა.
მასპინძლებმა ანგარიში გოგი ფიფიას წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანით 25-ე წუთზე კი გაათანაბრეს (გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა), თუმცა ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს - 43-ე წუთზე უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად უკვე მარტვილელმა გიგა ჟვანიამ აქცია.
მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - 53-ე წუთზე მიზანს ელგუჯა გრიგალაშვილის ულამაზესმა დარტყმამ მიაღწია. 55-ე წუთზე კახა ალადაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან არანაკლებად ეფექტური დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია. მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძელთა მხრიდან ანგარიშის შეცვლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამარჯვება მარტვილელებს დარჩათ 2-3.
fczestafoni.ge