სპარინგ მატჩი: "ზესტაფონი"-"მერანი" 2:3

AutoSharing Option
მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" დაუპირისპირდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადრებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ერთმანეთის დაუპირისპირდნენ. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

ზესტაფონი: მამალაძე (მეშველიანი, 46), ბენაშვილი (ალადაშვილი, 46), რობაქიძე, საჯაია (ონიანი, 46), ღონღაძე (ელიავა, 46), გაჩეჩილაძე (ძარია, 46), ჭანკოტაძე, ფიფია (აფციაური, 46), გორგიაშვილი (სარდალიშვილი, 46), ლომია (წინამღძვრიშვილი, 46), გელაშვილი (დვალი, 46).

მერანი: შეროზია (შენგელია, 60), კაკუშაძე (ჭაფოძე, 46), ჟვანია (ჯოელი, 70), მემარნიშვილი
(იობაშვილი, 60), ე. გრიგალაშვილი (მელიავა, 70), სუხიაშვილი (გეგეჭკორი, 70), ჩალაძე (შალიკაშვილი, 70), მანწკავა, დიდავა (ტორაძე, 70), ტაპე (სამადაშვილი, 46), ამბროლაძე (ქამუშაძე, 70).

ცხრამეტწლამდელთა ნაკრებთან სამი დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ზესტაფონელები მატჩის დებიუტშივე მდევრის როლში აღმოჩნდნენ -მესამე წუთზე მარტვილელთა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული იერიში ზუსტი თავურით მუნინი ტაპემ დააგვირგვინა.

მასპინძლებმა ანგარიში გოგი ფიფიას წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანით 25-ე წუთზე კი გაათანაბრეს (გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა), თუმცა ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს - 43-ე წუთზე უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად უკვე მარტვილელმა გიგა ჟვანიამ აქცია.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - 53-ე წუთზე მიზანს ელგუჯა გრიგალაშვილის ულამაზესმა დარტყმამ მიაღწია. 55-ე წუთზე კახა ალადაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან არანაკლებად ეფექტური დარტყმით  სტუმართა კარის ბადე შეარხია. მატჩის დასკვნით ნაწილში მასპინძელთა მხრიდან ანგარიშის შეცვლის არაერთი მცდელობის მიუხედავად, გამარჯვება მარტვილელებს დარჩათ  2-3.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული