მალხაზ ასათიანი ისევ უგუნდოდაა

AutoSharing Option
ახლახან მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა რუსლან პიმენოვმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელი მალხაზ ასათიანი ახსენა.

"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დიმიტრი ლოსკოვზე ადრე მომიწევდა კარიერის დასრულება, არადა, მასზე რვა წლით უმცროსი ვარ, მაგრამ რა გასაკვირია, ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი. ჩემზე რა ვთქვა, როდესაც მალხაზ ასათიანი ერთი წელია, უგუნდოდ არის. საწყენია, იგი ასეთ ბედს არ იმსახურებს", - თქვა პიმენოვმა.

მართლაც საწყენია, რომ 31 წლის ასათიანი (რაც მცველისთვის საუკეთესო ასაკია) ამჟამად უგუნდოდ არის და, რაც მთავარია, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება. თუ გავიხსენებთ, "ჯვაროსანთა" უკანა
ხაზი სწორედ მაშინ თამაშობდა კარგად, როდესაც მოედანზე მალხაზი იყო. მისი უგუნდობა და ნაკრებში უთამაშებლობა გუნდს აშკარად უარყოფითად დაეტყო.

ერთი წელია, ასათიანი უგუნდოდ არის და ეტყობა, სწორედ ამტომაც აგორდა ხმები, თითქოს მან კარიერა დაასრულა და მოედანზე დაბრუნებას აღარ აპირებს. არადა, ეს არ დასტურდება - გამოცდილი ქართველი მცველი რუსეთში დაბრუნებას იმედოვნებს.

ასათიანს საქართველოში თამაში არ სურს და თბილისის "დინამოს" წინადადებაც უარყო. იყო ინფორმაცია, თითქოს "ზესტაფონში" თამაშის საფასურად ილია კოკაია დიდ თანხას სთავაზობდა, მაგრამ ეს არ დადასტურდა.

თვეზე მეტია, მალხაზი საქართველოშია და მადლიან საქმესაც აკეთებს - ორიოდე დღის წინ ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ მახაში ახალაშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც ასათიანის სახსრებით აშენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საცოდაოობა რომ მალხაზი არ თამაშობს. მაგრამ ყველაფერი მალხაზიზე დამოკიდებული, მან გული არ უნდა გაიტეხოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს თამაში. თუ საჭიროა საქართველოს კლუბებიდან მოწვევებზეც არ უნდა თქვას უარი.უთამაშებლობას, ყველაფერი სჯობია.მალხაზი არ არის დასაკარგი ფეხბურთელი, ის ჰაერივით სჭირდება ნაკრებს, ძალიან ბევრი კარგი თამაში გვახსოვს ასათიანისგან და დარწმუნებული ვარ ის ისეთი შემართებით ათამაშდება როგორიც გვახსოვს. წარმატებას ვუსურვებ.
0
ძალიან,ძალიან მაგარი კაცი * უფლი გფარავდეს მახო, ყველაფერი მაგრად იქნება !!!
Qartveli!
01:44 16-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული