"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დიმიტრი ლოსკოვზე ადრე მომიწევდა კარიერის დასრულება, არადა, მასზე რვა წლით უმცროსი ვარ, მაგრამ რა გასაკვირია, ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი. ჩემზე რა ვთქვა, როდესაც მალხაზ ასათიანი ერთი წელია, უგუნდოდ არის. საწყენია, იგი ასეთ ბედს არ იმსახურებს", - თქვა პიმენოვმა.
მართლაც საწყენია, რომ 31 წლის ასათიანი (რაც მცველისთვის საუკეთესო ასაკია) ამჟამად უგუნდოდ არის და, რაც მთავარია, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება. თუ გავიხსენებთ, "ჯვაროსანთა" უკანა
ერთი წელია, ასათიანი უგუნდოდ არის და ეტყობა, სწორედ ამტომაც აგორდა ხმები, თითქოს მან კარიერა დაასრულა და მოედანზე დაბრუნებას აღარ აპირებს. არადა, ეს არ დასტურდება - გამოცდილი ქართველი მცველი რუსეთში დაბრუნებას იმედოვნებს.
ასათიანს საქართველოში თამაში არ სურს და თბილისის "დინამოს" წინადადებაც უარყო. იყო ინფორმაცია, თითქოს "ზესტაფონში" თამაშის საფასურად ილია კოკაია დიდ თანხას სთავაზობდა, მაგრამ ეს არ დადასტურდა.
თვეზე მეტია, მალხაზი საქართველოშია და მადლიან საქმესაც აკეთებს - ორიოდე დღის წინ ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ მახაში ახალაშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც ასათიანის სახსრებით აშენდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"