მერაბ ჟორდანია ნიუ იორკის მარათონში მიიწვიეს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ქალაქ არნემში, სადაც მერაბ ჟორდანია ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" მეპატრონეა, დიდი პოპულარობით სარგებლობს "არლემის ნახევარმარათონი".

წლეულს სწორედ ამ დისტანციაზე ირბინა მერაბ ჟორდანიამ და თავის ასაკში პირველ ხუთეულში მოხვდა.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გარბენის შემდეგ მერაბმა ოფიციალური მიწვევა მიიღო უპოპულარულეს და ძალიან პრესტიჟულ "ნიუ იორკის მარათონში" მონაწილეობის მიღებაზე.

რამდენადაც ვიცით, ნიუ იორკის ტრადიციულ მარათონში (ტარდება 1970 წლიდან ყოველწლიურად) ჩვენებურს მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული