კახა კალაძე ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და იტალიური "ჯენოას" მცველი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული განცხადება Facebook-ზე, კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

"ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და
გაპარტახებული. სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს.

საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტინგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან.

პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც, არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია.

ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ თქვენს გვერდით მყოფი უკვე ათასობით  იქნება, ზეგ კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო."

იხილეთ ვიდეო


interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კახა მაგარია მარა ივანიშვილმა აგრძელოს ფულის ბეჭვდვა, პოლიტიკაში მიშას მაინც ვერ გაასწრეს! )))
geosochi
01:51 15-10-2011
0
ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს ყველა რუსეთის აგენტია?
ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ახალკაცმა ხომ ააშენა ქართული ფეხბურთი, ახლა დომენტა ააყვავებს კიდევ.
zico
21:54 14-10-2011
0

სიახლეები პოპულარული