კახა კალაძე ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და იტალიური "ჯენოას" მცველი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული განცხადება Facebook-ზე, კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

"ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ, საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება. მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და
გაპარტახებული. სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს.

საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი, ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტინგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია, რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან.

პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც, არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია.

ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა, დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ თქვენს გვერდით მყოფი უკვე ათასობით  იქნება, ზეგ კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო."

იხილეთ ვიდეო


interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაუმეგობრდი ნოღაიდელს და ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, ახლა ბიძინა ივანიშვილსაც უმეგობრდები, ასევე აცხადებ რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა.რჩევა კალაძეს. ჯერ შენი ძმის მკვლელებს დაუმეგობრდი და მერე მიდი ლტოლვილებთან და უთხარი რომ იმათ ვინც სახლი გადაგიწვათ და ოჯახის წევრები მოგიკლათ უნდა გქონდეთ კეთილ მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა.
დათო
14:24 14-10-2011
0
დათო
ვერც ვერასოდეს მოვინელებ რაც რუსებმა გვიყვეს და იმასაც ვითყვი რომ რუსეთის 95%_ი პოლიტიკური ელიტა ჩვენი მტერია და ვერ იტანენ დამოუკიდებელ საქართველოს.
მაგრამ ნურც იმას დაივიწყებ როგორ აწიოკებდნენ თურქები საქართველოს და ტაოკლარჯეთსაც ნუ დაივიწყებ.
დგეს კი ტურქები საქარტველოს მეგობრები და პარტნიორები არიან.
qqdqfqef
15:02 14-10-2011
0

სიახლეები პოპულარული