საფეხბურთო ქველმოქმედება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ფიფას და უეფას წარმომადგენლები, რომლებიც 17-21 ოქტომბერს ფიფას მიერ ორგანიზებულ გრასრუტის კურს და ფესტივალს უხელმძღვანელებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ამ პროექტის ფარგლებში ფიფას გრასრუტის ინსტრუქტორები, ალექსანდრ ჩერნუხო, ჟან მარი კონსი, უეფას გრასრუტის ინსტრუქტორი რობინ რასელი და სფფ-ის წარმომადგენლები გლდანის ბავშვთა სახლში იმყოფებოდნენ, სადაც აღსაზრდელებს სპორტული ინვენტარი გადასცეს და მცირე მასტერკლასიც ჩაუტარეს. ბავშვებს საჩუქრად დაურიგდათ მაისურები და ბურთები. ფიფას ინსტრუქტორებმა მათთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს.

ფიფას გრასრუტის კურსი ზუგდიდში, "ბაიას"  სპორტულ ბაზაზე დაიწყო, რომელშიც
საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო კლუბისა და საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სემინარი სამდღიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული