განათების ახალი სისტემის მონტაჟი მალე დასრულდება, მისი სიმძლავრე 1900 ლუქსი იქნება და უეფას ყველაზე მკაცრ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს - აქამდე "ეროვნულის" განათება 1200 ლუქსი იყო.
საფარის დაგება სექტემბრის ბოლომდე იგეგმებოდა, მაგრამ არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა ვადა გაახანგრძლივა. ასე რომ, თამაშების ჩატარება ოქტომბრის ბოლოს შესაძლებელი იქნება.
სავარაუდოდ, პირველი შეხვედრა 30 ოქტომბერს ჩატარდება - თბილისის "დინამო"
სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თქმით, უკრაინული საფარი მაღალხარისხიანია და მას მკვეთრი ფერიც გამოარჩევს, როგორც ამბობენ, არახელსაყრელ პირობეში ნაკლებად ხუნდება და აღდგენის უნარიც აქვს.
ასე რომ, მალე ეროვნულ სტადიონზე ბურთი კვლავ გაგორდება. ერთი შეხედვით, რა კავშირშია, მაგრამ აქვე ვიტყვით, რომ წლეულს ეროვნული ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს, ვიდრე წინა წლებში. ერთი მიზეზი ისაა, რომ, ადრინდელთან შედარებით, უმაღლეს ლიგაში შედარებით ნორმალურად დაფინანსებული კლუბები ასპარეზობენ (ცხადია, ყევლას არ ულხინს, მაგრამ ბოლო ორი წელია, გარკვეულ სტაბილურობას მიაღწიეს), რაც გუნდების საერთო კლასსა და ევროტურნირებში მათ გამოსვლებსაც დაეტყო.
ორი ქართული კლუბის ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლა მიღწევა არ არის, მაგრამ პირველ წრეში გამოვარდნას სჯობია. ჩემპიონატიც უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს და უკეთეს მატჩებსაც ვუყურებთ, ვიდრე წინა ჩემპიონატში. მიზეზი, ცხადია, რამდენიმე სტადიონზე საფრის შეცვლაც არის, მაგალითად, ქუთაისში, "მიხეილ მესხზე", ხალიჩა დაიგო "მცხეთა-პარკზე", მატჩები ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრის ჩინებულ მინდორზეც იმართება, ზესტაფონში ისედაც ხარისხიანი საფარი იყო, რუსთავის სტადიონის ხალიჩაზეც შეიძლება ბურთის გაგორება, ახლა მოედნებს გორსა და ფოთშიც აკეთებენ.
ჩვენი თორმეტგუნდა ჩემპიონტის ტურში სულ ექვსი მატჩი იმართება და ქართულ სტადიონებზე ხარისხიანი მოედნები ოდნავ უკეთესი ჩემპიონატის საფუძველი უნდა გახდეს, ნაკრებებიც აღარ ითამაშებენ "ყანებში". ვინც ამ პრობლემაში ერკვევა ან ფეხბურთი უთამაშია, ყველა დაგვეთანხმება, ფეხბურთისა და მოედნების ხარისხი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ გვახარებს ეროვნულის და ნებისმიერი სხვა სტადიონის განახლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"