დავით ხოჭოლავა: ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფები

AutoSharing Option
"დინამოს" დუბლებში მოთამაშე 1993 წელს დაბადებული მცველი დავით ხოჭოლავა, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურში "გაგრასთან" შეხვედრის თვრამეტკაციან განაცხადში შეიყვანა.

"დინამო" 2-ისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ძირითადი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

დავით ხოჭოლავა
:"პირველ გუნდთან ვარჯიში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი სტიმული არის. როდესაც ისეთ ფეხბურთელებთან გიწევს ვარჯიში, როგორიც ესპანელი ჩისკოა, ან ჩვენი გუნდის სხვა გამოცდილი წევრები, კიდევ უფრო იზრდები.

ძირითად გუნდთან ერთად უკვე დიდი ხანია ვვარჯიშობ. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც
გუნდის სამწვრთნელო შტაბის დამსახურება არის. ვთლი, რომ ფსიქოლოგიურად მზად ვარ მათთან ერთად მოედანზე გასასვლელად და სათამაშოდ. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფები.

ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში კი ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია გახლავთ. მთავარი მწვრთნელი, სოსო ჭედია, ეროვნული ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტად მუშაობს და ვფიქრობ, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენი წარმატებული თამაში ეროვნული ნაკრებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა გახლავთ. "დინამოში" და საქართველოს ნაკრებში თამაში, ხომ ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საოცნებო გახლავთ".

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული