"დინამო" 2-ისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ძირითადი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
დავით ხოჭოლავა:"პირველ გუნდთან ვარჯიში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი სტიმული არის. როდესაც ისეთ ფეხბურთელებთან გიწევს ვარჯიში, როგორიც ესპანელი ჩისკოა, ან ჩვენი გუნდის სხვა გამოცდილი წევრები, კიდევ უფრო იზრდები.
ძირითად გუნდთან ერთად უკვე დიდი ხანია ვვარჯიშობ. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც
ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში კი ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია გახლავთ. მთავარი მწვრთნელი, სოსო ჭედია, ეროვნული ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტად მუშაობს და ვფიქრობ, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენი წარმატებული თამაში ეროვნული ნაკრებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა გახლავთ. "დინამოში" და საქართველოს ნაკრებში თამაში, ხომ ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საოცნებო გახლავთ".
fcdinamo.ge