გაზეთის ცნობით, ამიერიდან ტურნირზე მიიწვევენ არა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩემპიონებს, არამედ მათ ახალგაზრდულ ნაკრებებს. შესაბამისი მიწვევები უკვე დაეგზავნათ ამ ქვეყნების ფედერაციებს.
ტურნირის მონაწილეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ეს მხოლოდ მომავალ კვირას გაირკვევა, როდესაც "თანამეგობრობის თასის" საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 16 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ, თუმცა ისიც ითქვა, სავალდებულო არ არის, მონაწილენი მაინცდამაინც პოსტსაბჭოეთის ქვეყნებს წარმოადგენდნენო.
მიიღეს თუ არა საქართველოში "თანამეგობრობის თასზე" მიწვევა? ამ
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ქართულმა კლუბებმა "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"