განახლებულ "თანამეგობრობის თასზე" ქართველებს არ იწვევენ

AutoSharing Option
"თანამეგობრობის თასი" ფორმატს იცვლის და ახლებურად ჩატარდება. ინფორმაცია "მოსკოვსკიე ნოვოსტის" ვებგვერდმა გაავრცელა.

გაზეთის ცნობით, ამიერიდან ტურნირზე მიიწვევენ არა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩემპიონებს, არამედ მათ ახალგაზრდულ ნაკრებებს. შესაბამისი მიწვევები უკვე დაეგზავნათ ამ ქვეყნების ფედერაციებს.

ტურნირის მონაწილეთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, ეს მხოლოდ მომავალ კვირას გაირკვევა, როდესაც "თანამეგობრობის თასის" საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 16 ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ, თუმცა ისიც ითქვა, სავალდებულო არ არის, მონაწილენი მაინცდამაინც პოსტსაბჭოეთის ქვეყნებს წარმოადგენდნენო.

მიიღეს თუ არა საქართველოში "თანამეგობრობის თასზე" მიწვევა? ამ
კითხვით ნაკრები გუნდების ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს მივმართეთ, რომლის თქმითაც, ფეხბურთის ფედერაციაში მოსკოვიდან ასეთი შეტყობინება არ მოსულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო "საბჭოური ფეხბურთის ბაზრობაზე" ამჯერადაც არ იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ქართულმა კლუბებმა "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული