ჯერ კიდევ რუსთაველებთან მატჩამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ფილიას ხობის "კოლხეთის" თავკაცი გელა სანაია შეცვლიდა. ამ ყოველივეს შემდგომ ერთობ მოულოდნელი იყო ის, რომ "ზესტაფონთან" მატჩისთვის გუნდს ისევ ფილია ამზადებდა! მორიგი და კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იყო ისიც, რომ ის სათასო შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს!
რა გამოვიდა? ფილია წავიდა თუ გაუშვეს, თამაშზე გუნდი მახარაძემ გაიყვანა, სანაიას იწვევენ, გუნდს ისევ ფილია ავარჯიშებს და თამაშზე ისევ
როგორც გვითხრეს, "კოლხეთს" სულ მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება და ეს იქნება გელა სანაია, ხოლო სოსო ფილია გუნდში დარჩება ერთ-ერთ დირექტორად, შესაძლოა, ეს იყოს სპორტული დირექტორის თანამდებობა. არც ის არის გამორიცხული, გამოცდილ სპეციალისტს ზოგადად ფოთში ფეხბურთის კურატორობაც შეუთავსონ.
ინფორმაციას, რომ ფილია კლუბში დარჩება და ახალი მწვრთნელი სანაია იქნება, "კოლხეთის" მესვეურები ადასტურებენ. გავიგეთ ისიც, რომ თამაშის წინა დღეს კლუბში შეხვედრა გამართულა, სადაც ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს ფილიასადმი სრული მხარდაჭერა გამოუხატავთ და მისი გუნდში დარჩენა მოუთხოვიათ.
მამუკა ქანთარია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"