ნიკა ფირცხალავა "დინამოსგან" თავისუფალი აგენტის სტატუსს ელის

AutoSharing Option
ახლახან თბილისის "დინამოდან" მისი ყოფილი კაპიტანი ნიკა ფირცხალავა გაუშვეს. 24 წლის ფეხბურთელი თავის დროზე დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ მენისკის წარუმატებელმა ოპერაციამ ფორმიდან ამოაგდო და ლამის ორი სეზონი გაუცდა.

ეტყობა, თბილისელთა თავკაცმა ალექს გარსიამ ნიკას შესაძლებლობებზე ბევრი არაფერი იცოდა, ფორმის აღდგენას არ დაელოდა და გუნდიდან გაუშვა.

ლაპარაკი იყო, რომ ექს-დინამოელით ქუთაისის "ტორპედო" და "ზესტაფონი" დაინტერესდნენ, მაგრამ ფირცხალავამ "ლელოსთან" ეს ხმები უარყო.

"ჯერ მოლაპარაკება არც ერთ გუნდთან არ დამიწყია, რადგან "დინამოსთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე სიტყვიერად შევთანხმდი, იურიდიულად კი თავისუფალი აგენტის სტატუსი ჯერ არ
მომიპოვებია. მაგრამ გათავისუფლების ფურცელს მალე მომცემენ.

ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან" ურთირთობაზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია, რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსის გარეშე გუნდები ფეხბურთელთან საქმის დაჭერას ერიდებიან.

ეს სტატუსი რომც მქონდეს, მეორე ეტაპამდე ახალ გუნდში ჩაირიცხვის უფლება მაინც არ მაქვს, რადგან სეზონი ერთ გუნდში დავიწყე. ამიტომ ფორმის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ზამთრის სატრანსფეროს ფანჯრის გახსნას ველოდები", - გვითხრა ფირცხალავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული