ჩხოროწყუში მწვრთნელის ღვაწლი გაიხსენეს

AutoSharing Option
ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე რაიონის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის ბორის უბირიას თაოსნობით ჩატარდა ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირი ჩხოროწყუს "სამეგრელოს" ყოფილი მწვრთნელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გულიკო ოდიშარიას ხსოვნის პრიზზე.

ფინალში ჩხოროწყუსა და ხობის მოზარდები გავიდნენ. პრიზი მასპინძლებმა დაისაკუთრეს.

ტურნირს ესწრებოდნენ 80-90-იანი წლების ის ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ ჩხოროწყუს "სამეგრელოში". ამ გუნდის და სენაკის "ეგრისის" ვეტერანებმა ამხანაგური მატჩიც გამართეს.

გულიკო ოდიშარია წლების განმავლობაში წვრთნიდა არა მარტო "სამეგრელოს", არამედ სათავეში ედგა გურჯაანის "ალაზანს", გალის "მზიურს", სენაკის "ეგრისს", ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდს.

მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა ვეტერან ფეხბურთელებთან. რაიონის გამგებელმა
მერაბ შელიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება მომავალშიც ჩაატარდება და მეტი ყურადღება მიექცევა რაიონში ფეხბურთის განვითარებას.

ნუგზარ ჟვანია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული