ვახტანგ კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური იუწყება, რომ ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა 23 წლის ფორვარდმა ვახტანგ კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია აგვისტოს ბოლოს ფეთაჰ-თიკვას "ჰაპოელში" გასინჯეს, ერთი მატჩი ითამაშა, ორი გოლი გაიტანა და მისი გადასვლა გადაწყვეტილი იყო - ებრაულ ინტერნეტგაზეთ ynet.co.il-ის ცნობით, კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო და უკვე სექტემბერში ფეთაჰ-თიკველთა შემადგენლობაშიც შეიძლებოდა ეთამაშა, მაგრამ... კონტრაქტის გაფორმების წინა დღეს ვარჯიშზე ფეხის თითი მოიტეხა.

მოკლედ, ძალიან არ გაუმართლა, ექვსი კვირა ფეხი თაბაშირში ჰქონდა, რეაბილიტაცია ოქტომბერში დაასრულა და მოედანს ახლაღა დაუბრუნდა.

თუ ყველაფერი კარგად იქნა და
ფორმა სწრაფად აღიდგინა, გამორიცხული არ არის, "ტორპედოს" თავდამსხმელმა "ჰაპოელთან" ხელშეკრულება მაინც გააფორმოს, რადგან მწვრთნელმა წამოსვლამდე უთხრა, დეკემბერში შენს ვარიანტს მივუბრუნდებითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული