ლევან ხმალაძემ შესაძლოა სამ კვირაში ვარჯიში დაიწყოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 26 წლის ნახევარმცველი, ლევან ხმალაძე მკურნალობის პროცესს განაგრძობს. დინამოელთა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი ტრავმის გამო აგერ უკვე მეხუთე თვეა უქმად იმყოფება.

ლევან ხმალაძე, რომელსაც "დინამოში" მაისური 127 ოფიციალურ მატჩში აქვს მორგებული, სულ მალე მკურნალობის პროცესის უკანასკნელ ეტაპზე გადავა.

ლევან ხმალაძე:"მკურნალობის პროცესის ნახევარი უკვე განვლილია. ახლა სომხეთში გამა-გამოსხივებაზე მიწევს წასვლა. ხუთი პროცედურა დამრჩა ჩასატარებელი და დღეიდან სამ კვირაში იმედი მაქვს მსუბუქად ვარჯიშსაც დავიწყებ. ვგრძნობ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ვარ მზად, თორემ ახლავე დავიწყებდი გუნდთან
ერთად ვარჯიშს. გუნდის თითოეული წევრისგან დიდ თანადგომას ვგრძნობ. ჩემთვის ძალიან დადებითი მომენტია, როდესაც მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, ხელმძღვანელობით დასრულებული ყველა შენი გამოჯანმრთელებით არის დაინტერესებული. რისთვისაც მათ დიდ მადლობას გადავუხდი".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული