ცხადია, საინტერესოა, ვინ არის უცხო ქვეყნის ნაკრებში მოთამაშე ქართველი.
მიხეილ მერაბის ძე გორელიშვილი
დაიბადა 1993 წლის 29 მაისს.
მოქალაქეობა: რუსეთის
სიმაღლე 174 სმ, წონა 69 კგ.
პოზიცია: ნახევარმცველი
კლუბი - ყაზანის "რუბინი2" 25 მატჩი (2 გოლი)
ნაკრებში ითამაშა 3 ოფიციალური მატჩი
მიხეილ გორელიშვილი რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დმიტრი ალენიჩევმა 2011 წლის დასაწყისში
"რუბინის" ქართველ ნახევარმცველს რუსეთის ნაკრების ფორმით ოფიციალური დებიუტი წლეულს ოქტომბერში ჰქონდა - ბულგარეთში 6-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები გაიმართა - იგივე ტურნირის სხვა ჯგუფში, რომელშიც ამჟამად ქართველი ახალგაზრდები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თურქეთში ასპარეზობენ.
ბულგარეთში ალენიჩევმა გორელიშვილი სამი შეხვედრიდან ორში ძირითადში დააყენა, ირლანდიასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან და ბულგარეთთან კი შეცვლაზე შეიყვანა.
მოულოდნელად, რუსებმა სამივე შეხვედრა წააგეს ირლანდიასთან (1:3) ბულგარეთთან (0:1) და ბოსნიასთან (0:2) და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.
წლეულს "რუბინის" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში გორელიშვილმა 25 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 20 თამაში ძირითადში დაიწყო, 5-ჯერ მოედანზე შეცვლაზე შეიყვანეს, ანგარიშზე კი ორი გოლი ჩაიწერა.
რუსულმა ინტერნეტ-გაზეთმა "ოკოლოსპორტმა" ზაფხულში პატარა წერილიც კი გამოაქვეყნა, სადაც რუს გულშემატკივარს რუსეთის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ფორვარდ ანდრეი არშავინის ორეული გააცნო, ასეთად კი სწორედ გორელიშვილი წარადგინა.
"18 წლის ჰავბეკი მიხეილ გორელიშვილი გასაოცრად ჰგავს ლონდონის "არსენალის" სახელოვან ფეხბურთელ ანდრეი არშავინს. ვერ დაიჯერებთ და ორივე ფეხბურთელი ერთ დღეს არის დაბადებული - 29 მაისს! არშავინი ორეულზე 12 წლით უფროსია.
სცადეთ და გაარჩიეთ ერთმანეთისგან", - წერდა ინტერნრნეტ-გაზეთი.
ვერ გეტყვით, ამ მოთამაშეებს შორის რამდენად დიდი მსგავსებაა, შესაძლოა, შედარება გადაჭარბებულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ 18 წლის ქართველი რუსების ყურადღებას იმსახურებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"