ლევან კორღალიძე "დინამოში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
კიშინიოვის "დაჩიას" ყოფილი ლიდერი ლევან კორღალიძე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კორღალიძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა "ზესტაფონის" წინააღმდეგ, შემდეგ თანაგუნდელი ქართველი მცველის, დავით გამეზარდაშვილის გუნდიდან გაშვების გამო კლუბი პროტესტის ნიშნად თავადაც დატოვა.

ლევანმა ინდივიდუალურად ვარჯიში ორი თვის წინ განაახლა. 30 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა რუმინულ "გაზ მეთანში" გადასვლაზე უარი თქვა, რადგან საქართველოში დაბრუნება უნდოდა და ვერ წარმოედგინა, რომ აქ სასურველ კლუბს ვერ მონახავდა. არადა, მართლაც გასაკვირია: მოლდოვის ფეხბურთი მაღალი დონისა არ არის, მაგრამ, რაც უნდა იყოს, უეფამ ქართველი ამ
ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ამ სტატუსის მქონე მოთამაშე რატომ არ უნდა ყოფილიყო საინტერესო?

ბოლოს ისევ თბილისის "დინამომ" მიაქცია ყურადღება და ოთხი თვის უთამაშებელს გუნდში ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება მისცეს – გუშინ ლევანმა თბილისის "დინამოში" პირველად ივარჯიშა.

ცხადია, კორღალიძეს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია დააკვირდება, თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ კორღალიძე უკვე კლუბის წევრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული