თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაადასტურა, რომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველ ლეგიონერთან, გოგიტა გოგუასთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია.
თბილისურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
კლუბის გენერალური დირექტორის თქმით, ის მოხარულია, რომ გოგიტა გოგუას უახლოეს მომავალში "დინამოს" შემადგენლობაში იხილავს.