კონტრაქტს ხელი კლუბის დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და "გალფ-ჯორჯიას" ფინანსურმა მენეჯერმა გურამ გოგიშვილმა მოაწერეს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი: "მინდა "გალფს" წარმატებები ვუსურვო. როგორც იცით, რამდენიმე თვეა ეს კომპანია აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და მოხარულნი ვართ, რომ "დინამოს" მიმართ მათ ინტერესები გამოიჩინეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ კლუბში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დაიწყო,
როდესაც პარტნიორ ორგანიზაციებს ვეძებთ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტის ღირებულებას არ ვუყურებთ, ჩვენთვის მთავარი მიზანი არის სტადიონზე გულშემატკივრის მოყვანა, "გალფს" საკმაოდ ფართო სავაჭრო ქსელი გააჩნია, რის გამოყენებასაც სხვადასხვა პროექტების მეშვეობით სტადიონზე მაყურებლის მოსაზიდად გამოვიყენებთ.
ვფიქრობ, "გალფთან" თანამშრომლობა ამ მხრივ ძალიან წაგვადგება. ამავდროულად ის მაყურებელი რომელიც დინამოს თამაშს დაესწრება, "გალფის" პოტენციური მომხმარებელი ხდება, ეს ფაქტორი კი ორივე მხარეს გაგვაძლიერებს. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს სტადიონზე ხალხის მოსაზიდად".