"დინამოს" ერთ-ერთი სპონსორი "გალფ-ჯორჯია" იქნება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ"  საზოგადოებას დღეს კიდევ ერთი ახალი სპონსორი წარუდგინა. "დინამოს" ერთ-ერთი სპონსორი ცნობილი ბრენდი "გალფ-ჯორჯია" იქნება. ხელშეკრულების ხანგრძლივობა ერთი წლით განისაზღვრა და ამ პერიოდის განმავლობაში დინამოელთა სათამაშო მაისურის მარჯვენა მკლავს "გალფის" ლოგო დაამშვენებს.

 

კონტრაქტს ხელი კლუბის დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და "გალფ-ჯორჯიას" ფინანსურმა მენეჯერმა გურამ გოგიშვილმა მოაწერეს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "მინდა "გალფს" წარმატებები ვუსურვო. როგორც იცით, რამდენიმე თვეა ეს კომპანია აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და მოხარულნი ვართ, რომ "დინამოს" მიმართ მათ ინტერესები გამოიჩინეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ კლუბში მსხვილი ინვესტიციების განხორციელება დაიწყო,

ჩვენთან თანამშრომლობა არაერთმა დიდმა კომპანიამ ისურვა და მათ შორის ერთ-ერთი "გალფია".

 

როდესაც პარტნიორ ორგანიზაციებს ვეძებთ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტის ღირებულებას არ ვუყურებთ, ჩვენთვის მთავარი მიზანი არის სტადიონზე გულშემატკივრის მოყვანა, "გალფს" საკმაოდ ფართო სავაჭრო ქსელი გააჩნია, რის გამოყენებასაც სხვადასხვა პროექტების მეშვეობით სტადიონზე მაყურებლის მოსაზიდად გამოვიყენებთ.

ვფიქრობ, "გალფთან" თანამშრომლობა ამ მხრივ ძალიან წაგვადგება. ამავდროულად ის მაყურებელი რომელიც დინამოს თამაშს დაესწრება, "გალფის" პოტენციური მომხმარებელი ხდება, ეს ფაქტორი კი ორივე მხარეს გაგვაძლიერებს. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს სტადიონზე ხალხის მოსაზიდად".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული