"ბორის პაიჭაძეს" ამიერიდან "დინამო არენა " ეწოდება

AutoSharing Option
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სახელწოდება შეიცვალა და დღეიდან თბილისის "დინამოს" საშიანო სტადიონს "დინამო არენა" ეწოდება.

როგორც ფედერაციაში განმარტეს, სტადიონი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და სტანდარტს აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ სახელწოდების შეცვლამდე სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, რის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვალა მოედნის საფარი და განათების სისტემა.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" საშინაო არენას ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი 1995 წელს ეწოდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სახელის გადაკეთება მართლაც არაა მოსაწონი! თან პაიჭაძე მართლაც რომ გენიალური ფეხბურთელი გახლდათ, უფალმა აცხონოს მისი სული...გავიგე "ფაზისის" სტადიონს უნდა მიანიჭონ პაიჭაძის სახელი, მაგრამ "დონამო არენა" მართლაც ცუდად ჟღერს...იქნებ ამსტერდამისთვის მიგებაძათ და "თბილისი არენა" დაგერქმიათ? :)
დევიდ აირონს
04:20 22-11-2011
0

რა უბედურებაა! ჯერ ლოგოს ქართული წარწერა მოაშორეს, ახლა -- ეს ახალი სისულელე! ქაჯეობაა, რა. ეგ იმას გავს, დაფინანსებულ გულშემატკივრებს ბანერი რო დააქვთ წარწერით: "ჯორჯიანს ოლსოუ ქენ".
პროვინციალიზმის გამოვლინებები:(

ვოვა, "კლოუნები" მაგარი იყო:)
dudu
19:03 21-11-2011
0

სიახლეები პოპულარული