"ბორის პაიჭაძეს" ამიერიდან "დინამო არენა " ეწოდება

AutoSharing Option
ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სახელწოდება შეიცვალა და დღეიდან თბილისის "დინამოს" საშიანო სტადიონს "დინამო არენა" ეწოდება.

როგორც ფედერაციაში განმარტეს, სტადიონი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და სტანდარტს აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ სახელწოდების შეცვლამდე სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, რის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვალა მოედნის საფარი და განათების სისტემა.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" საშინაო არენას ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი 1995 წელს ეწოდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს კარგია და ძალიან მიხარია,მაგრამ ;დინამო არენა;რაღაც მთლად ქართული არ მგონია.მაგას თავი დავანებოთ ბორის პაიჭაძის სახელობის რომ დარჩეს არ შეიძლება,თუ გადმონაშთია? :((
0
ბორის პაიჭაძის სახელს ასე ადვილად და უცერემონიოდ როგორ აშორებთ დინამოს სტადიონს?! ფიფია არ არის მოსაწონი ნაბიჯი ეს. იყოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა! პატივი ეცით დიდ ფეხბურთელებს და ახლებს კიდევ მოტივაციას ნუ დაუკარგავთ რომ მათი სახელიც შეიძლება მომავალში დაერქვას რომელიმე სტადიონს!
უძლევი
02:08 21-11-2011
0

სიახლეები პოპულარული