ალექსანდრე კოშკაძე: ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან ბევრი შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელშიც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 სძლია, ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო დინამოელთა კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ.

ალექსანდრე კოშკაძე:"წელის ტრავმის გამო სამწუხაროდ ისეთი მატჩის გამოტოვება მომიწია და მომიწევს, რომ ალბათ სჯობდა ეს ორი მატჩი მეთამაშა და დარაჩენილი პერიოდი გამცდენოდა.

ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გავდივარ, რომელსაც დაახლოვებით ერთ კვირაში დავასრულებ და სავარაუდოდ ვარჯიშის დაწყებასაც შევძლებ. "ტორპედოსთან" თამაშს რაც შეეხება, თამაშამდეც გუნდთან და ბიჭებთან ერთად ვიყავი გასახდელში.

როგორც ყველა მატჩის წინ, მაგრამ ამ თამაშის წინ მაინც განსაკუთრებული განწყობით
იყვნენ ბიჭები. მჯეროდა, რომ მოვიგებდით, მაგრამ თუ ასე დამაჯერებლად შევძლებდით გამარჯვებას არ მეგონა. მიხარია, რომ "ტორპედოს" უშანსოდ მოვუგეთ. თავად მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, "დინამოს" გასატანი რომ გაეტანა, ბევრად დიდი ანგარიშით მოგვიგებდნენო.

ვფიქრომ, "დინამოს" ყველა ქომაგმა დიდი სიამოვნება მიიღო თამაშით. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან ბევრი შეგვიძლია. განსაკუთრებით გამახარა ჩვენი ახალგაზრდების ჯიღაურის და კვეკევსკირის ძალიან კარგმა თამაშმა. მათ თავიანთი გასაკეთებელი საქმე მშვენივრად გააკეთეს.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული