"პაიჭაძე" "პაიჭაძედ" რჩება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული სტადიონი იჯარით აიღო, სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, გამოცვალა მოედნის საფარი და განათების სისტემა. ახლა საქართველოს მთავარი სტადიონი უეფას მოთხოვნებს მაქსიმალურად მიუახლოვდა.

თუმცა დღეს სხვა რამ გვაინტერესებს - განახლების შემდეგ კლუბის წარმომადგენლები მას მუდმივად "დინამო-არენას" უწოდებენ. ბოლო დროს ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ კითხვა გაჩნდა, ხომ არ აპირებენ სტადიონისთვის სახელის გადარქმევას?

გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, "ბორის პაიჭაძეს" სახელი შეუცვალეს და ამიერიდან თბილისის "დინამოს" საშინაო სტადიონს "დინამო-არენა" ეწოდებაო. ცნობამ გულშემატკივრებში აღშფოთება გამოიწვია:

- იქნებ ამსტერდამისთვის მიგებაძათ და "თბილისი-არენა" დაგერქმიათ?

- მაპატიონ
"დინამოს" მესვეურებმა და საზიზღარი გადაწყვეტილებაა. მესმის, რომ არაფრისმთქმელი სახელი გადაერქმიათ, მაგრამ ბორის პაიჭაძის სახელი როგორ შეცვალეს... ისიც ხომ დინამოელი იყო!

- იტალიაში 18 სტადიონიდან 9 გამოჩენილი ადამიანის სახელს ატარებს. პაიჭაძემ რა დააშავა?

- ბორის პაიჭაძის სახელს ასე ადვილად და უცერემონიოდ როგორ აშორებთ "დინამოს" სტადიონს?! ფიფია, ეს არ არის მოსაწონი ნაბიჯი. იყოს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენა"! პატივი ეცით დიდ ფეხბურთელებს და ახლებს კიდევ მოტივაციას ნუ დაუკარგავთ, რომ შეიძლება მომავალში მათი სახელიც დაერქვას რომელიმე სტადიონს!

- სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს, კარგია და ძალიან მიხარია, მაგრამ "დინამო არენა" მთლად ქართული არ მგონია. არ შეიძლება, ბორის პაიჭაძის სახელობის რომ დარჩეს, თუ ეს გადმონაშთია?

"ლელო" საკითხით დაინტერესდა და გავარკვიეთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.

"სტადიონის "დინამო-არენად" ხსენება მხოლოდ ჩვენი რებრენდინგის ნაწილია და ამიტომ ვიყენებთ, თორემ ოფიციალურად სახელი არ გადაგვირქმევია. ეს დაახლოებით ისევეა, როგორც მილანის სტადიონის შემთხვევაში - მას იშვიათად იხსენიებენ ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონად, უფრო ხშირად "სან სიროს" ამბობენ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც" - ამბობს სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვი.

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" საშინაო არენას ბორის პაიჭაძის სახელი 1995 წელს ეწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ცისფერი მთები"-ს არ იყოს თუ ისევ პაიჭაძე (შემოკლებით დავწერ)ქვია, მაშინ "დინამო არენა"-ს რატომ ეძახიან? იქნებ 49 წლიან ხელშეკრულებაში უწერია, რომ სახელის შეცვლის უფლება აქვს, ამაშიც (სიმართლე გითხრათ)მაინცდამაინც ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ნეტავ ამ ხალხმა ფეხბურთში ფული ჩადონ და თან ინფრასტრუქტურებიც შექმნან და განავითარონ და თუ გინდა საკუთარი სახელი დაარქვან (25-დე წლის წინ ვ. ი ლენინის სახ. ერქვა)... აბა რად გვინდა ცოტა ხნის წინ ბოსლად ქცეული ეროვნული? თავმიყვარე ძროხა საძოვრადაც არ შევიდოდა... მოკლედ მთავარი საქნეა და არა ვის ან რას რა ქვია... ისე ჩვენში დარჩეს და რით არ მოსწონთ "ბ. პაიჭაძის სახ. ერ. სტადიონი"? (უბანში "ჟუჟუნას ეძახიან" პონტია?...)
ნუგზარი
10:39 23-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული