გულვერდ თომაშვილი: შეგვწევს ძალა, რომ "ზესტაფონს" მოუგოთ

AutoSharing Option
თბილისის "დიანმოს" ერთ-ერთი ფეხბურთელი გულვერდ თომაშვილი 20 ნოემბერს გამართულ "კლასიკოში" თავური გოლით გამოირჩა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თომაშვილმა გასულ შეხვედრასთან და მოახლოებულ ზესტაფონურ გასვლისთ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.


- თომა ჩვენი საუბარი დავიწყოთ, გასული ქართული "კლასიკოთი", "დინამო არენაზე" დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნეთ, როგორ შეაფასებდი შეხვედრას?
- ეს თამაში თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრისთვის ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ყველამ ვიცით, რომ "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება ყოველთვის ძალიან დაძაბულია და გახარებულები ვართ, რომ ასეთ პრინციპულ მეტოქესთან სამი ქულის აღება შევძელით. აღსანიშნავია თამაშის
ხარისხი, მემგონი ის თამაშის სტილი რასაც ალექს გარსია აქამდე გვთხოვდა ეს "ტორპედოსთან" შეხვედრაში გამოჩნდა და ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ და უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაშის ხარისხი.

- ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშეთ განახლებულ "დინამოს" სტადიონზე, ფაქტია არც თუ ისე კარგი შედეგი მოჰქონდა ხოლმე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს, ალბათ სულ სხვა ელფერი აქვს, როდესაც შენს საშინაო არენაზე თამაშობ...
- ჩემი აზრია და არამარტო ჩემი, ზოგადად "დინამოს" ფეხბურთელების, რომ "დინამოს" სტადიონზე თამაში მართლაც განსაკუთრებულია, თითქოს ვინც "დინამო არენაზე" მოდის ყველას უჭირს თამაში.

ჩვენთვის ამ სტადიონზე თამაში არის უდიდესი უპირატესობა და დღესაც ყველა ევროპულ გუნდს უჭირს "დინამოზე" თამაში. ისიც ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელია "დინამოს" ევრო-ტურნირებზე საკუთარ არენაზე არ წაუგია. თუ არ ჩავთვლით "აეკთან" ფრეს, რომელიც საბოლოოდ წაგების ტოლფასი იყო.

- "ტორპედოსთან" გადამწყვეტი ბურთი გაიტანე...
- ძალიან გამიხარდა გოლის გატანა, თუმცა მთავარი აქ ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ რა თქმა უნდა გოლი ძალიან გამიხარდა, ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი სიხარული გამარჯვება და გოლია.

- უმნიშვნელოვანესი თამაში გველოდება 27 ნოემბერს, ზესტაფონში ადგილობრივ გუნდთან, როგორ ემზადება გუნდი და როგორი განწყობაა მატჩის წინ?

- "ტორპედოსთან" გამარჯვების შემდეგ, გუნდს საკუთარ თავში რწმენა დაუბრუნდა, რაც სხვა თამაშებში გვაკლდა. მომზადებას და მონდომებას არასდროს ვაკლებდით, მაგრამ სათამაშო შედეგს ვერ ვაღწევდით. ასეთი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენი თავი სტადიონზე და ჩვენი შესაძლებლობები. ვფიქრობ გვაქვს იმის ძალა, რომ "ზესტაფონთან" გასვლითი მატჩი მოვიგოთ და ამისთვის სათანადოდ ვემზადებით.

- და ბოლოს, "დინამოს" ფან-კლუბ "გლადიატორებს" რას ეტყვი?
- მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ ხართ მე-12 მოთამაშე სტადიონზე, რაც ძალიან გვეხმარება. დიდი წვლილი მიგიძღვით ჩვენი გუნდის გამარჯვებაში, ასე რომ ერთად ერთიანი ძალებით უნდა დავადგეთ ჩემპიონობის გზას. სხვანაირად ცალ-ცალკე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

gladiators.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული