ლევან კაკუბავა "ზესტაფონთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე ვარჯიშის დროს მძიმედ დაშავდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი. პირველადი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლევანს მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურში "დინამო" გასვლით მატჩს საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონთან" 27 ნოემბერს გამართვას. როგორც ჩანს, თბილისელთა გუნდის ცენტრალური მცველი აღნიშნულ შეხვედრას გამოტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული